გიორგი მელიქიძე
Aa
Aa

ლელოები გაწითლებულ დროში - მელიქიძის და სუთიძის წარმატება

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ქართველი ლეგიონერები წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობენ. განსაკუთრებით გამოსარჩევი კი გიორგი მელიქიძეა - „სტად ფრანსეს“ 29 წლის შერკინების მოთამაშემ „რასინგთან“ ფრედ, 20:20 დასრულებულ საშინაო შეხვედრაში მასპინძლების შემადგენლობაში ჩათვლის მოედანი გაწითლებულ დროში აიღო და ეს მისთვის წლევანდელ სეზონში რიგით მეექვსე ლელო აღმოჩნდა.

რაგბის ქართველი გულშემატკივრისთვის სასიხარულოდ ფაქტი დაფიქსირდა „ლა როშელი“ – „ბაიონის“ (49:17) მატჩში და საქართველოს ნაკრების წევრმა მეტოქის ჩათვლის მოედანი ამ შემთხვევაშიც გაწითლებულ დროში აიღო. საუბარია ნიკოლოზ სუთიძეზე, რომელიც „ლა როშელის“ რიგებში ალექსანდრე ქუნთელიას მსგავსად ცვლილებაზე გამოჩნდა, ხოლო დავით ნინიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო.

თორმეტი ტურის შემდეგ საფრანგეთის TOP 14-ის სატურნირო ცხრილს „პო“ და „ტულუზა“ 42-42 ქულით ლიდერობენ. მომდევნო ტურის მატჩები კი, 27-29 დეკემბრისთვის არის ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაჭარავას განსხვავებული ხედვა აქვს | ქოქრილი ბორჯღალოსნებს ტოვებს
კაჭარავას განსხვავებული ხედვა აქვს | ქოქრილი ბორჯღალოსნებს ტოვებს