UFC-ის ჩემპიონი შერჩათ | ანდრეი არლოვსკი სკანდალურ იუთუბერს ეჩხუბა
Aa
Aa

UFC-ის ჩემპიონი შერჩათ | ანდრეი არლოვსკი სკანდალურ იუთუბერს ეჩხუბა

გასულ უქმეებზე ენტონი ჯოშუასა და ჯეიკ პოლის ორთაბრძოლა გაიმართა. ბრიტანელმა მოკრივემ დამაჯერებლად გაიმარჯვა და პოლი ნოკაუტით დაამარცხა. ღონისძიების დაწყებამდე ინციდენტი მოხდა, რომელმაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.

სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ სკანდალურ იუთუბერს, ჯეკ დოჰერტის და მის თანმხლებ პირებს, UFC-ის მძიმე წონის ყოფილ ჩემპიონთან, ანდრეი არლოვსკისთან ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდათ. დოჰერტი ცნობილი გახდა იმით, რომ რიგით ადამიანებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, მხარს ჰკრავს და შემდეგ საკუთარი დაცვის უკან იმალება.

თვითმხილველების ცნობით, დოჰერტიმ და მისმა ანტურაჟმა არლოვსკისთანაც იგივე სცადეს. ერთ-ერთმა მათგანმა ანდრეის მხარი გაჰკრა და მისგან საკადრისი პასუხი მიიღო. მოგვიანებით არლოვსკიმ მომხდარზე ისაუბრა:

„პირველ რიგში, არავინ მიცემია — უბრალოდ საფრთხე გავანეიტრალე. ვიღაც მოვიდა და მე, ჩემს მეუღლესა და ჩემს შვილს დაგვემუქრა. ის გავაკეთე, რასაც ჩემ ადგილას ნებისმიერი კაცი გააკეთებდა. ალბათ, ისინი ცდილობდნენ, მარტივი კონტენტი შეექმნათ და იუთუბისთვის კარგი მასალა ჰქონოდათ. დოჰერტის გაუმართლა და გაიქცა — თავისი დაცვის უკან დაიმალა.“

სხვათა შორის, მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ცნობილმა იუთუბერმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ჩხუბი მას არ დაუწყია. თუმცა დოჰერტის განცხადებიდან რამდენიმე წუთში სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, რომლებშიც ნათლად ჩანს, რომ დაპირისპირების ინიციატორები ის და მისი თანხმლები პირები იყვნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დგომში დავაზიანებ და მახრჩობელა ილეთი ხაბიბის თვალწინ“ - თოფურიას მახაჩევის დაფინიშება სურს
„დგომში დავაზიანებ და მახრჩობელა ილეთი ხაბიბის თვალწინ“ - თოფურიას მახაჩევის დაფინიშება სურს