„სასაცილო ხარ“ | ცარუკიანმა თოფურიას უპასუხა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, არმან ცარუკიანმა ილია თოფურიას უპასუხა. „ელ მატადორმა“ სომეხ მებრძოლზე eldoberdanMMA-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და ცარუკიანი მის სიტყვებს სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა.
„ამბობ, რომ ჩხუბებიდან დროებითი პაუზა აიღე, რათა ოჯახური პრობლემები მოაგვარო, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ინტერვიუების ჩასაწერად საკმარისი თავისუფალი დრო გაქვს. სასაცილო ხარ, ელ პანოჩა (ელ პანოჩა - მექსიკაში გავრცელებული სლენგი, ქალის სასქესო ორგანო).“
You talking about taking time off from fighting to fix your family issues, but it looks like you have plenty of free time for all these interviews.
— Arman Tsarukyan UFC (@ArmanUfc) December 22, 2025
You’re a joke El Panocha ???? https://t.co/YFDJRRC7t2
შეგახსენებთ, რომ „ელ მატადორმა“ განაცხადა, რომ ცარუკიანს ინტელექტის ნაკლებობა აქვს და UFC-ის დამოკიდებულებას ვერ აფასებს. მისი თქმით, ცარუკიანი ისლამ მახაჩევთან ჩხუბს არ უნდა ჩახსნოდა და ამ გადაწყვეტილების გამო, ალბათ, საცვლის გამოცვლა დასჭირდა (რაც ნიშნავს, რომ ჩაისვარა და ისლამთან ჩხუბის შეეშინდა).
ცნობისთვის, არმანმა ბოლოს დენ ჰუკერს მოუგო და მეორე რაუნდში დააფინიშა. გამარჯვების მიუხედავად, მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის არმანი ვერ იბრძოლებს და მის ნაცვლად ტიტულისთვის ჯასტინ გეიჯი და პედი პიმბლეტი იჩხუბებენ.