ილია თოფურია
Aa
Aa

„ხაბიბზე, არმანსა და ისლამზე უმიზეზოდ ლაპარაკობს“ | ალი აბდელაზიზმა ილიას უპასუხა

არმან ცარუკიანის შემდეგ ილია თოფურიას სიტყვებს ალი აბდელაზიზი გამოეხმაურა. აბდელაზიზი ხაბიბ ნურმაგომედოვის, ჯასტინ გეიჯის, ისლამ მახაჩევისა და სხვა მებრძოლების მენეჯერია და X-ის საკუთარ გვერდზე „ელ მატადორს“ მიმართა.

„ცოტათი დაბნეული ვარ. ამ ადამიანის მიმართ ყველა პატივისცემას იჩენს და სივრცეს აძლევს, რომ თავისი ოჯახური პრობლემები მოაგვაროს - და ასეც უნდა იყოს. თუმცა, როდესაც გამოდის და ხაბიბზე, ისლამზე და არმანზე უმიზეზოდ იწყებს ლაპარაკს, თანაც მაშინ, როდესაც არც კი იბრძვის, აღარ ვარ დარწმუნებული, რომ ხალხმა მას უნდა აპატიოს.“

ცნობისთვის, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ილიამ eldoberdanMMA-ს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ მახაჩევს ხაბიბის თვალწინ დააფინიშებს. თოფურიამ ცარუკიანიც ახსენა და აღნიშნა, რომ არმანს ისლამთან ბრძოლის შეეშინდა.

შეგახსენებთ, რომ აბდელაზიზს „ელ მატადორზე“ აქამდეც უსაუბრია და როდესაც ილია UFC-ის Pound-for-pound რეიტინგის პირველი ნომერი გახდა, აღნიშნა, რომ თოფურია მახაჩევის გადასწრებას არ იმსახურებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ალბათ საცვლის გამოცვლა დასჭირდა“ | თოფურიამ ცარუკიანზე ისაუბრა
„ალბათ საცვლის გამოცვლა დასჭირდა“ | თოფურიამ ცარუკიანზე ისაუბრა