რუბენ ამორიმი, კობი მაინუ
Aa
Aa

„არც კრიშტიანუა, არც რუნი და არც ვერონი“ - ამორიმს მაინუ არ ადარდებს

კობი მაინუ ბოლო პერიოდში „მანჩესტერის“ ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება და მხოლოდ მცირე ხნით, ისიც შეცვლებზე ეძლევა თავის გამოჩენის საშუალება, რის გამოც 20 წლის ნიჭიერი ნახევარმცველის ოჯახის წევრებმა საჯარო განცხადებები გააკეთეს და მთავარი მწვრთნელი რუბენ ამორიმი ახალგაზრდა ტალანტის უსაფუძვლო იგნორირებაში დაადანაშაულეს. პორტუგალიელი სპეციალისტის პასუხი კი ის გახლდათ, რომ თუ ადრე კობის თადარიგში ტოვებდა, ამჯერად „ასტონ ვილასთან“ სამატჩო განაცხადშიც კი არ შეიყვანა და მის თაობაზე დასმულ შეკითხვას ასეთი პასუხი გასცა:

„ვფიქრობ, 20 წლის ასაკში „მანჩესტერ იუნაიტედის“ სათადარიგო სკამზე ჯდომაზე ნებისმიერი ფეხბურთელი იოცნებებდა. მაინუმ უნდა იბრძოლოს ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად. თუ კლუბის ისტორიას არ იცნობს, მე ვეტყვი, რომ ამ გუნდის თადარიგში ხშირად ხუან სებასტიან ვერონი, უეინ რუნი და კრიშტიანუ რონალდუც დარჩენილა. ასე რომ ამ ყველაფერზე ხმაურის ატეხვა სრული სისულელე და უაზრობაა. მე უბრალოდ ვეცდები „მანიუს“ მოგებაში, მაინუს კი ფორმის აღდგენაში დავეხმარო“.

ცნობისათვის, „იუნაიტედი“ დღეს ინგლისის პრემიერ ლიგის მორიგ ტურში სტუმრად „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდება, რომელიც უმნიშვნელოვანეს შეხვედრას 9-მატჩიანი მოგებათა სერიით ხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ამორიმი ყოფილი მოთამაშეების კრიტიკაზე: ეს ბუნებრივია, რადგან საკმარისად წარმატებულები არ ვართ
ამორიმი ყოფილი მოთამაშეების კრიტიკაზე: ეს ბუნებრივია, რადგან საკმარისად წარმატებულები არ ვართ