ავთანდილ ასათიანი
Aa
Aa

„მნიშვნელოვანი ტურნირია“ | ფუტსალის ნაკრები ერევანში გაემგზავრა

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში ერევნის საერთაშორისო ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას.  

ავთანდილ ასათიანის გუნდი ერევანში 19 დეკემბერს გაემგზავრა და 21-დან 24 დეკემბრის ჩათვლით სამ შეხვედრას გამართავს. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ყირგიზეთი, მოლდოვა და მასპინძელი სომხეთი იქნებიან. 

საქართველოს ნაკრები სომხეთის დედაქალაქში გასამართ ტურნირზე 17 ფეხბურთელით გაემგზავრა. 

საქართველოს ნაკრები შემადგენლობა

მეკარე: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ალი ასლანი (კსუ)

წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ჯანო კვარაცხელია (ფაკელი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), ლევან სვანიძე (პსპ), ჯანიკო გიორგაია (კსუ), გიორგი ხაბალაევი (პსპ), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი)

ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები ლატვია, ხორვატია და საფრანგეთი იქნებიან. 

ევრო 2026 | ჯგუფური ეტაპის კალენდარი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მინდა, ყველას დავუმტკიცო, რომ ილიას დამარცხება შემიძლია“ | პედი პიმბლეტი
„მინდა, ყველას დავუმტკიცო, რომ ილიას დამარცხება შემიძლია“ | პედი პიმბლეტი