ფუტსალის ჩემპიონთა ლიგა | კსუ-ს ჯგუფურ ეტაპზე გასვლამდე ცოტა დააკლდა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის მესამე შეხვედრაში ბოსნიურ „ბუბა მარას“ დაუზავდა და ჯგუფურ ეტაპზე გასვლა ვერ მოახერხა.
ანგარიში ვახტანგ კეკელიამ გახსნა, სამირ გოსტომ კი წონასწორობა აღადგინა. მალევე კსუ-მ მეორე გოლი გაიტანა - საკუთარ კარში ბურთი ლუკა პერიჩმა ჩაჭრა, თუმცა გოსტომ დუბლი გაიფორმა და პირველი ტაიმი 2:2 დასრულდა.
მეორე ტაიმში კსუ კვლავ პერიჩის ავტოგოლის ხარჯზე დაწინაურდა, „ბუბა მარამ“ პენალტით ანგარიში მესამედ გაათანაბრა, ვახტანგ კეკელიამ ქართული კლუბი კვლავ წინ გაიყვანა, მაგრამ ბოსნიელთა მცველმა, პედრო სილვამ კსუ-ს მეოთხე გოლი გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
კსუ-ს შემადგენლობა: ასლანი, ჩიმაკაძე, გიორგაია, კეკელია, რონინიო, გოგსაძე, ლუკავა, ქურცაძე, მაჩიტიძე, მანგოშვილი, ჭუმბურიძე, ქურცაძე, ხარატიშვილი, აჭარაძე. მწვრთნელი: ლევან კობაიძე.
აქვე გეტყვით, რომ მანამდე კსუ-მ გიბრალტარული „ლინქსი“ 7:3 დაამარცხა, ნორვეგიულ „უტლეირას“ კი 3:1 მოუგო. „ბუბა მარას“ და კსუ-ს 7-7 ქულა დაუგროვდათ, თუმცა ბურთების უკეთესი სხვაობის გამო ჯგუფში პირველ ადგილზე ბოსნიელები გავიდნენ.