საქართველოს მორაგბეთა ნაკრები
Aa
Aa

ლეგენდარული გატლენდი? - ვინ შეცვლის ქოქრილს ბორჯღალოსნებში

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შესაძლოა, ლეგენდარულმა უელსელმა მწვრთნელმა, უორენ გატლენდმა ჩაიბაროს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი სარაგბო პორტალი, Ruck.co.uk ავრცელებს.

მათივე ცნობით, უელსის და ირლანდიის ნაკრებების ყოფილი მწვრთნელი რიჩარდ ქოქრილის შეცვლის მთავარი კანდიდატია და ქართული მხარე მასთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

უორენ გატლენდი უელსის ნაკრებს ორჯერ წვრთნიდა - 2007-2019 და 2022-2025 წლებში, ირლანდიის ეროვნულ გუნდს კი 1998-2001 წლებში ხელმძღვანელობდა. ასევე, გატლენტი ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების მთავარი მწვრთნელიც იყო.

უელსელი სპეციალისტის გარდა, „ბორჯღალოსნების“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე კანდიდატად ფრანგი სპეციალისტი, პიერ-ანრი ბრონკანიც მოიაზრება, თუმცა როგორც უკვე გითხარით, ყველაზე აქტიურად გატლენდის კანდიდატურა განიხილება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ ქოქრილმა თანამდებობა რამდენიმე დღის წინ, რაგბის კავშირთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქოქრილის შეცვლის კანდიდატი - ბორჯღალოსნებზე საფრანგეთში დაწერეს
ქოქრილის შეცვლის კანდიდატი - ბორჯღალოსნებზე საფრანგეთში დაწერეს