ქართული ჭიდაობა
Aa
Aa

ქართული ჭიდაობის შოუ - გორში აბსოლუტური ფალავნობა გაიმართა

ქალაქ გორში ქართულ ჭიდაობაში ტრადიციული ტურნირი აბსოლუტური ფალავნობა გაიმართა, სადაც ჩვენი ქვეყნის გამორჩეული ფალავნები მონაწილეობდნენ და ისევე როგორც წინა წლებში, ღონისძიებამ გულშემატკივრებს შორის ამჯერადაც უდიდესი ინტერესი გამოიწვია. თავის მხრივ, მონაწილეებმაც გაცემული ავანსები ასი პროცენტით გაამართლეს და ნამდვილი შოუ დადგეს.

2025 წლის საქართველოს აბსოლუტური ფალავანი გიორგი ჩაგელიშვილი გახდა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში საბა ინანეიშვილი დაამარცხა, ბრინჯაოს პრიზიორობა კი ნიკოლოზ სიდამონიძემ გაინაღდა. გარდა ამისა, გამარჯვებულები კიდევ სამ, 80, 90 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ და ოქროს მედალი შესაბამისად, დავით გოდერძიშვილმა, სოსო ებილაშვილმა და საბა ინანეიშვილმა მოიპოვეს.

ცნობისათვის, საქართველოს აბსოლუტური ფალავნობა ქართულ ჭიდაობაში მთავარი შეჯიბრებაა, რომელიც 1928 წლიდან ტარდება და წელს რიგით 97-ე ტურნირი გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ახალი პრეზიდენტი ქართულ ჭიდაობაში - ბერუაშვილი ხუბულურმა შეცვალა
ახალი პრეზიდენტი ქართულ ჭიდაობაში - ბერუაშვილი ხუბულურმა შეცვალა