ჩემპიონთა თასი | სუთიძის სადებიუტო ლელო და ლა როშელის მარცხი
რაგბის ჩემპიონთა თასის მორიგ ტურში ლა როშელი სტრომერს დაუპირისპირდა და 21:42 დამარცხდა.
ეს მატჩი იმით იწვევდა ინტერესს, რომ ქართველი გულშემატკივრები ნიკოლოზ სუთიძის დებიუტს ელოდებოდნენ.
ქართველი მორაგბე მინდორზე 45-ე წუთზე გამოჩნდა და ზუსტად 4 წუთში სადებიუტო ლელოც დადო. სამწუხაროდ, მისი კარგი თამაში ლა როშელს ვერ დაეხმარა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ დაპირისპირებაში სუთიძის გარდა მონაწილეობა კიდევ ერთმა ქართველმა მორაგბემ ალექსანდრე ქუნთელიამ მიიღო. დავით ნინიაშვილი კი მატჩის განაცხადში არ იმყოფებოდა.