შავი ლომი
Aa
Aa

ჩელენჯ თასი - შავი ლომი კონაჰთან განადგურდა

ჩელენჯ თასის მე-2 ტურში შავი ლომი სტუმრად ირლანდიურ კონაჰს დაუპირისპირდა და უშანსოდ 0:52 განადგურდა.

ირლანდიელებმა ქართველებს 8 ლელო დაუდეს და 7 გარდასახვა ზუსტად შეასრულეს. პირველი ტაიმი 38:0 დასრულდა.

მატჩის მიმდინარეობისას, შავი ლომი დაცვაში ბევრ შეცდომას უშვებდა და შეტევაშიც არაფრით გამოირჩეოდა, რაც ანგარიშზეც აისახა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის ჩელენჯ თასზე შავ ლომს 2-დან ორი მარცხი აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება. შავი ლომისთვის 2025 წელი დასრულებულია.

პირველი ქართული სარაგბო ფრენჩაიზი შემდეგ მატჩს 2026 წლის 10 იანვარს საფრანგეთში ადგილობრივ მონტობანისთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები