სიახლე რაგბის კავშირში - აბაშიძე აღმასრულებელ დირექტორად იმუშავებს
Aa
Aa

სიახლე რაგბის კავშირში - აბაშიძე აღმასრულებელ დირექტორად იმუშავებს

რაგბის კავშირის აღმასრულებელ დირექტორად ვასილ აბაშიძე იმუშავებს. მან ამ თანამდებობაზე თორნიკე გოგებაშვილი შეცვალა, რომელმაც ეს პოსტი რამდენიმე თვის წინ დატოვა. კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში აბაშიძემ ახალი გამოწვევის მიღებით სიხარული ვერ დამალა და პრეზიდენტს დავით კაჭარავას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

ვასილ აბაშიძე 1978 წელს დაიბადა და მორაგბის კარიერის მანძილზე „ლელოს“, „გუმარის“, „ზორდას“, „ლოკომოტივისა“ და „ყოჩების“ ღირსებს იცავდა. გარკვეული წლების განმავლობაში ძალები საზღვარგარეთაც მოსინჯა და საფრანგეთში „ბურგ ან ბრესისა“ და „კანმანდილოს“, ხოლო ნიდერლანდებში „ამსტელვენის“ შემადგენლობაში ასპარეზობდა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამართულ 15 შეხვედრაში აბაშიძის ანგარიშზე 3 ლელო და 2001 წლის ევროპის ერთა თასზე მოპოვებული ჩემპიონის ტიტულია.

კარიერის დასრულების შემდეგ, 2004 წელს აბაშიძე ბორჯღალოსნების მენეჯერად დაინიშნა და ამ პოზიციაზე 2015 წლამდე მუშაობდა. ორწლიანი პაუზის შემდეგ, 2017-ში ის კავშირში მენეჯერების სამსახურის უფროსის პოსტზე დაბრუნდა, ხოლო 2020 წლიდან დღემდე კვლავ საქართველოს ნაკრების მენეჯერის თანამდებობა ეკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქოქრილი: ჯგუფიდან გასვლა რეალისტურია
ქოქრილი: ჯგუფიდან გასვლა რეალისტურია