დენა უაითი, ფრენსის ნგანუ
Aa
Aa

დენა უაითი: არაფერი გამაბედნიერებდა ისე, როგორც ნგანუს PFL-ში გაგდება

დენა უაითმა პრომოუშენის ექს-ჩემპიონის, ფრენსის ნგანუს PFL-ში გადასვლის შესახებ ისაუბრა.

UFC-ის პრეზიდენტის თქმით ის ბედნიერია, რომ კამერუნელი მის ორგანიზაციაში აღარ არის.

„არაფერი გამაბედნიერებდა ისე, როგორ ამ ბიჭის PFL-ში გაგდება. თუ ჩვენ მებრძოლებს ვათავისუფლებთ, ვწუხვართ იმ პრომოუშენების გამო, რომლებიც შემდეგ მათ იღებენ. ჩვენ მათ ვათავისუფლებთ გარკვეული წონიანი მიზეზის გამო. მე არ მინდა საქმის დაჭერა ისეთ ბიჭებთან, რომლებიც არ მომწონს“, – თქვა დენა უაითმა The MacLife-ის ეთერში.

მანამდე ნგანუმ განაცხადა, რომ PFL-თან კონტრაქტი თეთრ სახლში დაგეგმილ UFC-ის ტურნირამდე ეწურება და სურს, რომ ჯონ ჯონსს ეჩხუბოს.

შეგახსენებთ, რომ UFC-ში ფრენსისმა ბოლო ბრძოლა სირილ განის წინააღმდეგ გამართა და 5-რაუნდიან დაპირისპირებაში იმარჯვა. მან ორგანიზაცია 2023 წლის იანვარში დატოვა.

რაც შეეხება UFC-ის ტურნირს, ის თეთრ სახლში როგორც მოსალოდნელია 2026 წლის 14 ივნისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რაღაც მიზეზების გამო არ გამოჩენილხარ“ | მალიხინის უხეში პასუხი მერაბს
„რაღაც მიზეზების გამო არ გამოჩენილხარ“ | მალიხინის უხეში პასუხი მერაბს