ნგანუს სურს, თეთრ სახლში ჯონსს ეჩხუბოს
UFC-ში მძიმე წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ფრენსის ნგანუმ, რომელიც ამჟამად PFL-ის მებრძოლია, არიელ ჰეელვანის შოუში, თეთრ სახლში დაგეგემილ UFC-ს ტურნირზე ილაპარაკა.
კამერუნელს სურს, რომ ჯონ ჯონსს ეჩხუბოს.
„მე ახლოს ვარ PFL-თან კონტრაქტის დასრულებასთან. მათ ბრძოლა უნდა მომცენ. ჯონსთან თეთრ სახლში ჩხუბი? დიახ, მსურს“, – თქვა ნგანუმ.
შეგახსენებთ, რომ UFC-ში ფრენსისმა ბოლო ბრძოლა სირილ განის წინააღმდეგ გამართა და 5-რაუნდიან დაპირისპირებაში იმარჯვა. მან ორგანიზაცია 2023 წლის იანვარში დატოვა.
რაც შეეხება UFC-ის ტურნირს, ის თეთრ სახლში როგორც მოსალოდნელია 2026 წლის 14 ივნისს გაიმართება.