ილია თოფურია
Aa
Aa

30 წლამდე ასაკის საუკეთესო მებრძოლები | ESPN-ის რეიტინგში პირველი ილია თოფურიაა

ESPN-მა 30 წლამდე ასაკის საუკეთესო MMA მებრძოლები დაასახელა. რეიტინგის პირველ ადგილს ქართველი მებრძოლი იკავებს და ავტორიტეტულმა სატელევიზიო არხმა UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ილია თოფურია გამოარჩია.

ილია თოფურია – პოტენციალი: 10/10. მომენტუმი: 10/10. ვარსკვლავური სტატუსი: 10/10.

„ნებისმიერ ეპოქაში, MMA-ში არსებობს მოკლე სია მებრძოლებისა, რომელთა გარშემოც ყველაფერი ტრიალებს. ეს მებრძოლები განსაზღვრავენ, როგორი იქნება სპორტული კალენდარი და რამხელა ინტერესი გაუჩნდებათ გულშემატკივრებს. ილია თოფურია სწორედ ერთ-ერთი ასეთი მებრძოლია.

28 წლის თოფურიამ უკვე დაამტკიცა, რომ MMA-ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია და ქვემსუბუქი და მსუბუქი წონითი დივიზიონების საჩემპიონო ქამრებს დაეუფლა. მისი მიღწევა კიდევ უფრო შთამბეჭდავია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო სამ სატიტულო ორთაბრძოლაში UFC-ის ლეგენდები — ალექსანდრ ვოლკანოვსკი, მაქს ჰოლოუეი და ჩარლზ ოლივეირა — დაამარცხა.

ოლივეირასთან გამარჯვების შემდეგ თოფურია ESPN-ის Pound-for-pound რეიტინგის პირველ ადგილს ზედიზედ 20 კვირის განმავლობაში იკავებდა. როდესაც UFC-ის მატჩმეიკერები გეგმებს აწყობენ, თოფურია მათი განხილვის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. ის ფაქტი, რომ მან მცირე პაუზა აიღო, არაფერს აკლებს მის სტატუსსა და პოპულარობას“, – წერს ESPN-ი.

რეიტინგში მეორე ადგილზე PFL-ის მებრძოლი, დაკოტა დიჩევაა. მესამე ადგილზე ჯოშუა ვენი იმყოფება, რომელიც UFC-ის უმსუბუქესი წონის ჩემპიონია. მეოთხე პოზიციაზე ჯეკ დელა მადალენაა, მეხუთეზე კი მაიკლ მორალესი.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ამ დროს ყველა დაეცემა, მაგრამ ეს მერაბია“ - ადესანიას შეფასება
    „ამ დროს ყველა დაეცემა, მაგრამ ეს მერაბია“ - ადესანიას შეფასება