საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, რიჩარდ ქოქრილი
Aa
Aa

„ფიზიკურად ძლიერი გუნდია და პრობლემების შექმნა შეუძლია“ - სამხ. აფრიკის მწვრთნელი საქართველოზე

სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რასი ერასმუსმა 2027 წლის მსოფლიო თასის კენჭისყრა შეაფასა და საქართველოს ნაკრების შესახებაც ისაუბრა.

რას ამბობს ერასმუსი:

„რთული ჯგუფი იქნება, სადაც სამი ფიზიკურად ძალიან დამღლელი მატჩი გველოდება. წელს იტალიას სამჯერ შევხვდით და მომავალ წელსაც დავუპირისპირდებით. სამივე მატჩი რთული იყო და დარწმუნებული ვარ, შემდეგიც საკმაოდ რთული იქნება.“

„იტალიის მსგავსაც, რუმინეთი და საქართველო ფიზიკურად ძლიერი გუნდები არიან, მაგრამ მთავარ კონკურენტად იტალიას მივიჩნევ. ამ გუნდმა საგრძნობლად გააუმჯობესა თავისი შესაძლებლობები და მაღალ სათამაშო დონეს მიაღწია.“

„რაც შეეხება რუმინეთს და საქართველოს, მათ ადრეც შევხვედრივართ, ამიტომ ვიცით, თუ რა რთულ მეტოქეებად შეიძლება იქცნენ იმ დღეს, თუ მათ სივრცესა და შესაძლებლობას მივცემთ თავიანთი პოტენციალის გამოსავლენად“.

შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო თასი 2027 წლის შემოდგომაზე, ავსტრალიაში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იტალიასთან მატჩი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება“ - ქოქრილი მსოფლიო თასის წილისყრაზე
„იტალიასთან მატჩი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება“ - ქოქრილი მსოფლიო თასის წილისყრაზე