ლაშა ბექაური
Aa
Aa

„100%-ით ფორმაში არ ვარ, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ“ - ბექაური აბუ-დაბიში გამარჯვების შემდეგ

გასულ უქმეებზე, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური აბუ-დაბის გრანდ სლემზე წარსდგა და ტურნირი ოქროს მედლით დაასრულა.

ქართველი ძიუდოისტი ფინალში მოლდოველ მიჰაილ ლატისევს დაუპირისპირდა და იპონით გაიმარჯვა, თუმცა მანამდე მეტოქეს ვაზარიც აუღო. ლაშა ბექაურისთვის ეს დიდი სლემის მეოთხე ტიტული იყო.

ორგზის ოლმპიურმა ჩემპიონმა გამარჯვების შემდეგ ემოციები ძიუდოის საერთაშორისო ფედედაციის წარმომადგენელს გაუზიარა.

რა თქვა ბექაურმა:

„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეს პირველი ტურნირი იყო და გამარჯვებით ბედნიერი ვარ. ყოველ ჯერზე ჩემს საუკეთესოს ვაკეთებ და ღმერთს ყველაფრისთვის მადლობა.“

„ჩემი სიმშვიდე? ეს ტაქტიკის ნაწილი იყო. ახლა 100%-ით ფორმაში არ ვარ და ასე იყო საჭირო. ვფიქრობ, ბავშვი აღარ ვარ, უფრო გამოცდილი გავხდი და ახლა ასე უნდა მეასპარეზა.“

„აბუ-დაბიში არასდროს ვყოფილვარ, ბრწყინვალე ქალაქია. რთული ტურნირი იყო და ბრწყინვალე ბიჭები ასპარეზობდნენ. სამომავლოდ ბევრი გეგმა და მიზანი მაქვს, რა თქმა უნდა, მთავარი მიზანი ოლიმპიური თამაშებია.“

აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა - 1 ოქრო და 2 ბრინჯაო. ოქრო ლაშა ბექაურს ეკუთვნის, ბრინჯაოს პრიზიორები კი -60 კგ. წონით კატეგორიაში კრისტალბეთის ამბასადორი, გიორგი სარდალაშვილი და +100 კგ. წონით კატეგორიაში ირაკლი დემეტრაშვილი გახდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბექაურის ოქრო გრანდ-სლემზე | ფინალში ლატისევი იპონით დაამარცხა
ბექაურის ოქრო გრანდ-სლემზე | ფინალში ლატისევი იპონით დაამარცხა