ელენა რიბაკინა
Aa
Aa

29 უნებლიე შეცდომა - რიბაკინამ ცუდი მატჩის ფონზე ბაპტისტი დაამარცხა

საჩოგბურთო სამყაროში ინდიან უელსის მასტერსი დაიწყო. საქმეში ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონი ელენა რიბაკინა ჩაერთო

WTA რეიტინგის მე-3 ნომერი, პირველ წრეში ამერიკელ ჰეილი ბაპტისტს დაუპირისპირდა და სამ სეტში 7:6 2:6 6:2 დაამარცხა.

მატჩი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და 2 საათსა და 18 წუთს გაგრძელდა. გამარჯვების მიუხედავად, ელენას საკმაოდ სუსტი მატჩი ჰქონდა. მან 5 ორმაგი და 29 უნებლიე შეცდომა დაუშვა.

პირველი სეტი ელენამ ბრეიკით დაიწყო, თუმცა მე-8 გეიმში ამერიკელმა წონასწორობა აღადგინა. საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც უკეთესი რიბაკინა იყო - 7:5.

მეორე სეტში ბაპტისტი დომინირებდა და 2-ბრეიკიანი უპირატესობით გაიმარჯვა. დისაიდერში კი ელენა გააქტიურდა და ამჯერად 2-ბრეიკიანი უპირატესობით მან გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ინდიან უელსზე რიბაკინა მერვედფინალში მირა ანდრეევასთან დამარცხდა, რომელიც საბოლოო ჯამში ჩემპიონი გახდა. WTA-ს რეიტინგის მე-3 ნომერი ინდიან უელსის მე-2 რაუნდში უკრაინელ მარტა კოსტიუკს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინდიან უელსი - სინერმა სვრჩინას განადგურებით დაიწყო
ინდიან უელსი - სინერმა სვრჩინას განადგურებით დაიწყო