კარლოს ალკარასი
Aa
Aa

ინდიან უელსი - ალკარასმა დიმიტროვის დამარცხებით დაიწყო

საჩოგბურთო სამყაროში ინდიან უელსის მასტერსი დაიწყო. საქმეში ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონი კარლოს ალკარასი ჩაერთო.

ATP რეიტინგის პირველი ნომერი, პირველ წრეში გამოცდილ გრიგორ დიმიტროვს დაუპირისპირდა და მარტივად, ორ სეტში 6:2 6:3 დაამარცხა.

პირველ სეტში ალკარასმა 2 ბრეიკი შეასრულა. საპირისპიროდ კი ბულგარელს ერთი ბრეიკ პოინტიც კი არ ჰქონდა.

მეორე სეტში დიმიტროვმა უკეთესად იასპარეზა და მე-3 გეიმში ბრეიკის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ვერ მოახერხა.

მე-8 გეიმში, კარლოს ალკარასმა ბრეიკი შეასრულა და მატჩზე უშეცდომოდ ჩააწოდა. მატჩი 1 საათი და 7 წუთი გრძელდებოდა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ინდიან უელსის მასტერსზე ალკარასი ნახევარფინალში დამარცხდა და ახლა ტიტულის მოგების შესანიშნავი შანსი აქვს.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები