ინდიან უელსი - სინერმა სვრჩინას განადგურებით დაიწყო
საჩოგბურთო სამყაროში ინდიან უელსის მასტერსი დაიწყო, სადაც მონაწილეობას, რა თქმა უნდა, იანიკ სინერიც იღებს.
იტალიელი ჩოგბურთელი პირველ წრეში ჩეხ დალიბორ სვრჩინას დაუპირისპირდა და მარტივად, ორ სეტში 6:1 6:1 გაანადგურა.
იანიკმა პირველ სეტში ორი ბრეიკი შეასრულა და მოპოვებული უპირატესობა ხელიდან არ გაუშვა. მეორე სეტში სინერმა 3 ბრეიკი შემოგვთავაზა. მატჩი 1 საათი და 5 წუთი გრძელდებოდა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ინდიან უელსის მასტერსზე იტალიელი არ მონაწილეობდა. ამის მიზეზი მისი დისკვალიფიკაცია იყო, რომელიც მან თებერვალში დოპინგ ტესტზე ჩავარდნის შემდეგ მიიღო.
აქედან გამომდინარე, ATP რეიტინგის მე-2 ნომერს შანსი აქვს, რომ აქტივში 1000 ქულა ჩაიწეროს.