დენა უაითმა UFC-ში ყველაზე ძლიერ მებრძოლად ილია თოფურია დაასახელა
UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა Bleacher Report-ის ბლიც-კითხვებს უპასუხა, რომლის დროსაც ილია თოფურია ახსენა.
— UFC-ის საუკეთესო მებრძოლი, რომელსაც არასოდეს მოუგია ჩემპიონის ქამარი?
— დონალდ სერონე.
— ყველაზე ამაღელვებელი წონითი კატეგორია UFC-ში ამ მომენტისთვის?
— მსუბუქი წონა.
— UFC-ის ყველაზე ძლიერი მებრძოლი ამ მომენტისთვის?
— ილია თოფურია.
— მებრძოლი, რომელმაც UFC სამუდამოდ შეცვალა?
— კონორ მაკგრეგორი.
რამდენიმე დღის წინ, ილია თოფურიამ განაცხადა, რომ მომდევნო წლის პირველ მეოთხედში პირადი პრობლემების გამო ვერ იჩხუბებს, რის გამოც, UFC-მ მსუბუქ წონაში პედი პიმბლეტისა და ჯასტინ გეიჯის შორის დროებითი საჩემპიონო ბრძოლა ჩანიშნა, ამ ორ მებრძოლს შორის გამარჯებულს კი ილია თოფურია შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ„ელ მატადორმა“ ბოლოს მიმდინარე წლის ივნისში იჩხუბა, როცა ჩარლზ ოლივეირა პირველ რაუნდში დაანოკაუტა და მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.
გეტყვით ასევე, რომ MMA-ში ქართველი მებრძოლის დებიუტი 2015 წელს შედგა, ხოლო UFC-ში 2020 წლიდან გამოდის.