ილია თოფურია, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

ცარუკიანი: თოფურია მეტოქეებს გაურბის, ჩემპიონად მახაჩევს ვისურვებდი

UFC-ის მსუბუქი წონის რეიტინგის პირველმა ნომერმა, არმან ცარუკიანმა, განაცხადა, რომ უკმაყოფილოა ილია თოფურიას საქციელით.

„ილია გახდა ჩემპიონი, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ ისლამი დარჩენილიყო ჩვენს დივიზიონში, რადგან ის არ გარბის მეტოქეებისგან. ილია ეძებს მარტივ ჩხუბებს, მაგალითად, WWE-ის მებრძოლ პიმბლეტთან. ამიტომ მსურს, რომ ჩვენს დივიზიონში ჩემპიონი ისლამი იყოს. ჩვენ გვჭირდება ნამდვილი ჩემპიონი, რომელიც რეალურ პრეტენდენტებს ებრძვის“, - თქვა სომეხმა მებრძოლმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ილია თოფურიამ განაცხადა, რომ მომდევნო წლის პირველ მეოთხედში პირადი პრობლემების გამო ვერ იჩხუბებს, რის გამოც, UFC-მ მსუბუქ წონაში პედი პიმბლეტისა და ჯასტინ გეიჯის შორის დროებითი საჩემპიონო ბრძოლა ჩანიშნა, ამ ორ მებრძოლს შორის გამარჯებულს კი ილია თოფურია შეხვდება.

გეტყვით ასევე, რომ არმანმა ბოლო ბრძოლა დენ ჰუკერის წინააღმდეგ გამართა და დომინანტურ სტილში, მახრჩობელა ილეთით მოიგო. ჰუკერის დამარცხების შემდეგ, ცარუკიანი Pound-for-pound რეიტინგში დაწინაურდა და მე-13 ადგილზე გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თოფურიას ტიტულს ვერ წაართმევენ“ - მოიკანოსთვის გეიჯი-პიმბლეტი ფორმალობაა
„თოფურიას ტიტულს ვერ წაართმევენ“ - მოიკანოსთვის გეიჯი-პიმბლეტი ფორმალობაა