ქართველების 3 ლელო TOP 14-ში - გორგაძის, ქუნთელიას და მელიქიძის წარმატება
საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-11 ტურში „პოსა“ და „ლა როშელის“ შეხვედრაში ლელო ორმა ქართველმა მორაგბემ დადო. მასპინძლებმა 53:33 გაიმარჯვეს. 52-ე წუთზე „ლა როშელის შერკინების მოთამაშემ ალექსანდრე ქუნთელიამ მეტოქის ჩათვლის მოედანი აიღო, 66-ე წუთზე კი „პოს“ რიგებში თავი საქართველოს ნაკრების კაპიტნმა ბექა გორგაძემ გამოიჩინა. გორგაძის გარდა მასპინძლების შემადგენლობაში ლექსო ყაულაშვილმა „ლა როშელის“ რიგებში კი დავით ნინიაშვილმა და ნიკოლოზ სუთიძემ ითამაშა.
წინა ტურის მსგავსად, ამჯერადაც წარმატებულად იასპარეზა „სტად ფრანსეს“ ქართველმა ლეგიონერმა გიორგი მელიქიძემ - ის და მისი თანაგუნდელები სტუმრად „კლერმონთან“ 4-ქულიანი სხვაობით, 32:36 დამარცხდნენ, თუმცა ამაში ყველაზე ნაკლები ბრალი ქართველ მორკინალს მიუძღვოდა, რომელმაც მეორე ტაიმის დასაწყისში, 43-ე წუთზე მასპინძელთა ჩათვლის მოედანი აიღო.
თერთმეტი ტურის შემდეგ ევროპის უძლიერეს საკლუბო ჩემპიონატს, საფრანგეთის TOP 14-ს 39 ქულით „ტულუზა“ ლიდერობს, რომელიც მეორე ადგილზე მყოფ „პოს“ 2 ქულით უსწრებს.