უსიკს უაილდერთან ჩხუბი სურს
ცნობილმა უკრაინელმა მოკრივემ, 38 წლის ოლექსანდრ უსიკმა, განაცხადა, რომ მომდევნო ბრძოლის გამართვა დეონტეი უაილდერთან სურს.
„გავაგრძელებ თუ არა კრივს? აუცილებლად. ჩემთან მომავალ ბრძოლაზე პირველი კანდიდატია – დეონტეი უაილდერი. მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, უბრალოდ, ამას ჩემს გუნდთან განვიხილავ. მეორე ვარიანტს ვერ დავასახელებ, არის მხოლოდ ერთი – უაილდერი. ის ათწლეულის ერთ-ერთი უძლიერესი მძიმეწონოსანია“, – თქვა WBA, WBC-ისა და WBO-ს ვერსიით, მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონმა.
შეგახსენებთ, რომ უსიკმა ბოლოს 19 ივლისს იჩხუბა და დანიელ დუბუა დაამარცხა.
რაც შეეხება 40 წლის უაილდერს, მან ივნისში ტაირელ ჰერნდონი ნოკაუტით დაამარცხა. მის ანგარიშზეა 44 გამარჯვება, ოთხი მარცხი და ერთი ფრე.