„ყოველთვის იმ შოუს გვთავაზობს, რასაც ყველა ელის“ - ილია თოფურიამ ალექსანდრეზე ისაუბრა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ილია თოფურია ესპანურ გამოცემა ABC-ს ალექსანდრე თოფურიას შესახებ ესაუბრა და მისი ბოლო ბრძოლა შეაფასა.
რას ამბობს „ელ მატადორი“:
„ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ ჩემი ძმის გამო, მის მიერ შესრულებული სამუშაოთი. ძალიან მშვიდი და სრულყოფილი იყო, ოქტაგონში შესანიშნავი სიდინჯით. მან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ იმ სახელს იმსახურებს, რომელსაც ატარებს (გულისხმობს El Conquistador, ქართულად „დამპყრობელი“).“
„ალექსანდრემ ბრძოლა ფრთხილად დაიწყო, თავს ამოძრავებდა და შესაბამისი დრო იპოვა. როდესაც იცი, რომ მოწინააღმდეგეზე უკეთესი ხარ, რატომ უნდა გარისკო ბრძოლის დასაწყისში, სადაც სიფრთხილე გმართებს? ალექსს ამ ბრძოლაში გარისკვა საერთოდ არ სჭირდებოდა, მან უმაღლესი დონის ბრძოლა ჩაატარა 15 წუთის განმავლობაში. ის რასაც მოისურვებდა, იმას აკეთებდა. ყოველთვის იმ შოუს გვთავაზობს, რასაც ყველა ელის.“
„ალექსანდრე მწვერვალისკენ ისწრაფვის. UFC-ში მიჰყვება, მაგრამ ცხადია, მისი მოწინააღმდეგე ისეთი ადამიანი უნდა იყოს, ვინც წინსვლაში დაეხმარება, ისეთი, ვინც მის უკან არ იქნება, ისე, როგორც ეს ჩემს კარიერაში გავაკეთეთ. ჩემი ძმა ძლიერ მეტოქეს ეძებს, აჩქარების გარეშე, რათა რეიტინგში აღზევება გააგრძელოს. ვფიქრობ, მას ტოპ 15-ში მყოფ მებრძოლთან დაპირისპირება შეუძლია.“
შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე, ალექსანდრე თოფურიამ ყაზახი ბეკზატ ალმახანი სამი რაუნდის შემდეგ, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და UFC-ში დებიუტის შემდეგ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.