მახაჩევი: მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი ვარ
UFC-ის მსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა ისლამ მახაჩევმა ჯეკ დელა მადალენასთან სატიტულო ბრძოლის წინ თავის დარტყმით ტექნიკაზე ისაუბრა.
ისლამი თავს მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლად მიიჩნევს.
„ხალხი ჩემს ჭიდაობაზე საუბრობს, მაგრამ მე ფეხზე დგომშიც შემიძლია ბრძოლა. უკვე ბევრჯერ დავამტკიცე, რომ ნებისმიერთან შემიძლია დარტყმების გაცვლა. რა თქმა უნდა, გრეპლინგში ბევრად უკეთესი ვარ, ვიდრე სხვა მებრძოლები.
მაგრამ თუ ხვალ ჭიდაობაში რამე არ გამოვა, მაშინ ფეხზე დგომში ვიბრძოლებთ. მე მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი ვარ – მაქვს ყველა უნარი. ამას დავამტკიცებ“,
– განაცხადა მახაჩევმა.
საშუალო წონაში სატიტულო ბრძოლა მადალენასა და მახაჩევს შორის UFC-ის 322-ზე, 16 ნოემბერს გამთენიისას გაიმართება.
აქვე გეტყვით, რომ ჯეკ დელა მადალენა 8 წელი და 342 დღეა არ დამარცხებულა. ისლამ მახაჩევის წაუგებელი სერია კი 9 წელსა და 5 დღეს ითვლის.