„ხაბიბმა მას ფსიქიკა გაუტეხა, ის არასდროს დაბრუნდება“ - მახაჩევი მაკგრეგორზე
ისლამ მახაჩევს არ სჯერა, რომ კონორ მაკგრეგორი ოქტაგონს დაუბრუნდება. დაღესტნელი მებრძოლი გამორიცხავს, რომ მომავალ წელს ირლანდიელი ოქტაგონს დაუბრუნდება და თეთრ სახლში ისტორიულ ქარდზე იბრძოლებს.
მახაჩევი ამბობს, რომ კონორი ხაბიბ ნურმაგომედოვმა ფსიქოლოგიურად გატეხა.
„არა, მაკგრეგორი არასდროს დაბრუნდება. ხაბიბმა მას ფსიქიკა გაუტეხა. ეს ბიჭი არ დაბრუნდება. ის აღარასდროს იჩხუბებს. ეს ორი წლის წინ ვთქვი და მაინც ვფიქრობ, რომ ის ოქტაგონზე აღარ გავა. ახლა კი, როგორც გავიგე, ანტიდოპინგური კომისიისგან დისკვალიფიკაცია აქვს და ამიტომ ვფიქრობ, რომ არა. შესაძლოა, ჯონ ჯონსი დაბრუნდეს თეთრ სახლში საბრძოლველად, მაგრამ კონორი ნამდვილად არა“,
– განაცხადა მახაჩევმა Complex-თან ინტერვიუში.
რაც შეეხება მის მონაწილეობას სადღესასწაულო ღონისძიებაში, მახაჩევი მომავალი წლის ივნისში ოქტაგონზე დაბრუნებას იდეალურად მიიჩნევს.
„დიახ, ეს იქნება პირველად ისტორიაში. მინდა იქ ვიჩხუბო და ეს შესაფერისი დროა. ჩემს ბრძოლასა და თეთრ სახლში გამართულ ტურნირს შორის საკმარისი დრო იქნება, რომ კონდიციები აღვიდგინო“.
16 ნოემბერს გამთენიისას, მახაჩევი ნახევრადსაშუალო წონაში ჯეკ დელა მადალენას საჩემპიონო ბრძოლაში დაუპირისპირდება. ნიუ იორკის ქარდის მთავარი ბრძოლა თბილისის დროით დაახლოებით 08:30-დან დაიწყება.