თორნიკე შენგელია
Aa
Aa

დაბრუნება ბარსელონაში - შენგელიას ახალი მწვრთნელი ცნობილია

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, საკალათბურთო კლუბი „ბარსელონა“ უმწვრთნელოდ დიდხანს არ დარჩენილა და რამდენიმე დღის წინ განთავისუფლებული ჟოან პენიაროიას შემცვლელის ვინაობა მალევე გაირკვა - კატალონიის გრანდს 53 წლის ესპანელი სპეციალისტი ხავიერ პასკუალი მოამზადებს, რომელთანაც კონტრაქტი 2028 წლამდე გაფორმდა.

გუშინ, „ბაიერნთან“ მინიმალური სხვაობით მოგებულ ევროლიგის შეხვედრაში „ბარსა“ დროებითმა დამრიგებელმა ორელიანამ გაიყვანა, პასკუალმა კი ახალ გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში დღეს ჩაატარა. ახალი ამჟამად არის, თორემ ხავიერისთვის „ბარსელონა“ უცხო ადგილი ნამდვილად არ გახლავთ - ის „ბლაუგრანაში“ 2005-2008 წლებში ასისტენტის, ხოლო 2008 წლიდან 2016 წლამდე მთავარი მწვრთნელის რანგში მუშაობდა. პასკუალმა „ბარსას“ ოთხჯერ ლიგა ენდესა, სამჯერ ესპანეთის თასი, ოთხჯერ ესპანეთის სუპერთასი და ერთხელ ევროლიგა მოაგებინა.

ცნობისათვის, ექვსი ტურის შემდეგ „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა. ევროლიგაში კი ათ ტურში ექვსი მოგებით მერვე პოზიციაზეა. პასკუალის დებიუტი ხვალ, თორნიკე შენგელიას ყოფილი გუნდის, „ვირტუსის“ წინააღმდეგ საშინაო მატჩში შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიას 10 ქულა ევროლიგაზე - ბარსელონამ სტუმრად ბაიერნს მოუგო
შენგელიას 10 ქულა ევროლიგაზე - ბარსელონამ სტუმრად ბაიერნს მოუგო