თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელია მწვრთნელის გარეშე - ბარსელონამ პენიაროია გაუშვა

საკალათბურთო კლუბმა „ბარსელონამ“, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელიაა, მთავარი მწვრთნელი ჟოან პენიაროია დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლა. ამის საფუძველი გახდა ის არასახარბიელო სტარტი, რომელიც კატალონიურმა გუნდმა წლევანდელ სეზონში როგორც ესპანეთის ლიგა ენდესაში, ასევე ევროლიგაში აიღო, ბოლო წვეთი კი ხელმძღვანელებისთვის დღეს გამართული თამაში გამოდგა, სადაც „ბარსა“ „ჟირონასთან“ 78:96 დამარცხდა.

პენიაროია „ბარსელონაში“ 2024 წლის ზაფხულიდან მუშაობდა და კონტრაქტი 2026 წლის ივნისში ეწურებოდა. გასულ სეზონში მისი ხელმძღვანელობით გუნდი როგორც ევროლიგას, ასევე ესპანეთის ჩემპიონატს მეოთხედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა - თუ ევროტურნირზე კატალონიელებს საფრანგეთის „მონაკომ“ აჯობა, ლიგა ენდესაში მათზე ძლიერი მალაგას „უნიკახა“ აღმოჩნდა.

ცნობისათვის, კლუბის ხელმძღვანელები პენიაროიას შეცვლის მთავარ კანდიდატად ხავიერ პასკუალს მიიჩნევენ, რომელიც ამ პოსტზე ახლო წარსულშიც მუშაობდა და პრიორიტეტულ ვარიანტად სწორედ მისი დაბრუნება განიხილება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბურჯანაძის გრანადას დიდი სენსაცია - ვალენსიას პირველი მარცხი
ბურჯანაძის გრანადას დიდი სენსაცია - ვალენსიას პირველი მარცხი