ოლიმპიური თამაშები
Aa
Aa

სეოკ-მა ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში, სპორტის სახეობათა პროგრამა განიხილა

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, სეოკ-ის პრეზიდენტის, ლერი ხაბელოვის ხელმძღვანელობით,  აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, კერძოდ: ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში (2026 წლის ოქტომბერ-ნოემბერი, სენეგალი) სპორტის სახეობათა პროგრამა და ოლიმპიადაში ქართველ სპორტსმენთა მონაწილეობის პერსპექტივები.

2026 წლის 30 ოქტომბრიდან 13 ნოემბრამდე სენეგალის დედაქალაქ დაკარში ჩატარდება რიგით მე-4 ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები. თამაშებში მონაწილეობას მიიღებს 15-18 წლის 2500-2700 სპორტსმენი სპორტის 25 სახეობაში.

პირველად თამაშების ისტორიაშიმ საკვალიფიკაციო ტურნირების ჩატარება და რეიტინგული პრინციპის გათვალისწინება გაუქმებულია, ყველა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სპორტის დეპარტამენტში აგზავნის განაცხადს თამაშებში მონაწილეობის შესახებ, სეოკ-მა დადგენილ ვადებში გააკეთა განაცხადი მე-4 ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის შესახებ.

ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების „დაკარი-2026" პროგრამაში შემავალი სპორტის სახეობები: მშვილდოსნობა, მძლეოსნობა, ბადმინტონი, კალათბურთი 3X3, ბრეიქინგი , ბეისბოლი, კრივი , ველოსპორტი, ცხენოსნობა, ფარიკაობა, ფუტსალი, სპორტული ტანვარჯიში, ქვიშის ხელბურთი, ძიუდო , ნიჩბოსნობა, რაგბი (შვიდკაცა), აფროსნობა , სკეიტბორდინგი, ცურვა, ტაეკვონდო, ტრიატლონი,მაგიდის ჩოგბურთი, ქვიშის ფრენბურთი, ქვიშის ჭიდაობა, უშუ.

სხდომაზე განისაზღვრა სეოკ-ის სესიის მოწვევის თარიღი და დამტკიცდა საანგარიშო სესიის დღის წესრიგი. განისაზღვრა სპორტული წლის შედეგების მიხედვით სეოკ-ის ნომინაციებში გამარჯვებულები.

სეოკ-ის 2025 წლის ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება 2025 წლის 19 დეკემბერს სეოკ-ის საანგარიშო სესიის ჩატარების პერიოდში.

აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს საქართველოში სპორტის ოლიმპიური სახეობის - სათხილამურო ალპინიზმის ორგანიზაციულ-სტრუქტურული სტატუსის შესახებ.

აღმასკომის სხდომაზე გამოცხადდა სეოკ-ის გადაწვეტილება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამული დაფინანსებით, ლოს ანჯელესიის 2028 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების პერიოდში 6 ქართველი სპორტსმენისთვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ.

ოლიმპიური სოლიდარობის წესების თანახმად, სტიპენდიის ხანგრძლივობა განისაზღვრება მიმდინარე სპორტული შედეგების შესაბამისად. ოლიმპიურ სტიპენდია დაენიშნათ ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს მსოფლიოს ჩემპიონებს - ეთერ ლიპარტელიანს და გიორგი სარდალაშვილს, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორს გივი მაჭარაშვილს, ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორს ლაშა გურულს და მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორს რამაზ ზოიძეს.

საქართველოს ეროვნული კომიტეტის ოლიმპიური პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ქეცბაიას დამსახურებაა“ - კვიპროსული მედია ანორთოსისის წაუგებელ სერიაზე
„ეს ქეცბაიას დამსახურებაა“ - კვიპროსული მედია ანორთოსისის წაუგებელ სერიაზე