მერაბ დვალიშვილი, ბრაის მიტჩელი
Aa
Aa

„მერაბი ჩემი ფავორიტი ჩემპიონია“ | ბრაის მიტჩელმა დვალიშვილზე ისაუბრა

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ბრაის მიტჩელმა განაცხადა, რომ მერაბ დვალიშვილის ფანია. მიტჩელმა ინტერვიუ ჰელენ იის მისცა და აღიარა, რომ „მანქანა“ მისი ფავორიტი ჩემპიონია.

„UFC-ის ყველა ჩემპიონს შორის, ჩემი ფავორიტი მერაბია. მიკერძოებული ვარ, რადგან დვალიშვილთან ვმეგობრობ და მასთან მივარჯიშია. ვიცი, ოქტაგონს მიღმა როგორი ადამიანია და ხალხს როგორ ექცევა. სწორედ ამიტომ არის, ჩემი ფავორიტი ჩემპიონი.

გამორიცხულია, მერაბის ორთაბრძოლა გამოვტოვო. მისი ფანი ვარ. მერაბის ჩხუბების ყურება ძალიან მომწონს და მისი და იანის ბრძოლით აღფრთოვანებული ვარ. ვფიქრობ, დვალიშვილს მისი დამარცხება შეუძლია, თუმცა რთულია ივარაუდო, ვინ გაიმარჯვებს. ორივე მებრძოლს პატივს ვცემ და მაგარი ჩხუბი იქნება.“

შეგახსენებთ, რომ მიტჩელი ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ასპარეზობდა, მაგრამ ჟან სილვასთან წაგების შემდეგ სუპერ მსუბუქში ჩავიდა. ბრაისმა ერთი ბრძოლის გამართვაც მოასწრო და საიდ ნურმაგომედოვი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მერაბი ტოპ 5-ში არ შეიყვანა | მახაჩევმა UFC-ის საუკეთესო მებრძოლები დაასახელა
მერაბი ტოპ 5-ში არ შეიყვანა | მახაჩევმა UFC-ის საუკეთესო მებრძოლები დაასახელა