ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ილიასთვის ყველაზე რთული მეტოქე ცარუკიანია“ | ისლამი თოფურიასთან ჩხუბისთვის მზადაა

ისლამ მახაჩევი მზად არის, ილია თოფურიას 2026 წელს ეჩხუბოს. პოპულარულ სტრიმერთან, ადინ როსთან საუბრისას მახაჩევმა განაცხადა, რომ „ელ მატადორთან“ ორთაბრძოლის გამართვაზე თანახმაა და დასძინა, რომ თოფურიასთვის, მსუბუქ წონით დივიზიონში, ყველაზე რთული მეტოქე არმან ცარუკიანია.

„სრულად შესაძლებელია, რომ ჩემი და ილიას ორთაბრძოლა გაიმართოს. არანაირი პრობლემა არ მაქვს. ეს ყველაზე მასშტაბური და დიდი ჩხუბია, რომელიც შეიძლება, ჩაინიშნოს. მასთან ბრძოლა მინდა და ვფიქრობ, ილიასთან 2026 წელს ჩხუბი ჩემთვის საუკეთესო ვარიანტია.

რაც შეეხება მსუბუქ წონით დივიზიონს, ცარუკიანი თოფურიასთვის ყველაზე რთული მეტოქეა. გეიჯიც ძალიან კარგი მებრძოლია. ამ ორიდან ნებისმიერი, ოღონდ არა პედი პიმბლეტი. მას ილიასთან ძალიან მცირე შანსი აქვს. რას იზამს?! პარტერში გადაიყვანს და საბმიშენს გაუკეთებს? არ მგონია, ეს გამოუვიდეს. თოფურიასთვის მსუბუქ წონაში ყველაზე რთული მეტოქე არმანია.“

ცნობისთვის, მახაჩევი მომდევნო ორთაბრძოლას ქვესაშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის გამართავს და ჯეკ დელა მადალენას დაუპირისპირდება. მათი ჩხუბი UFC 322-ის მთავარი მოვლენა იქნება, რომელიც თბილისის დროით, კვირას გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მერაბი ტოპ 5-ში არ შეიყვანა | მახაჩევმა UFC-ის საუკეთესო მებრძოლები დაასახელა
მერაბი ტოპ 5-ში არ შეიყვანა | მახაჩევმა UFC-ის საუკეთესო მებრძოლები დაასახელა