ჯონ ჯონსი, ფრენსის ნგანუ
Aa
Aa

ნგანუ: თუ თეთრ სახლში ყველაზე გრანდიოზული ბრძოლა გჭირდებათ, ეს ის არის

ფრენსის ნგანუ არ გამოტოვებს ჯონ ჯონსისა და ალექს პერეირას ბრძოლას თეთრ სახლში, მაგრამ მიიჩნევს, რომ მსოფლიოს უძლიერეს ლიგას თავისი სადღესასწაულო ღონისძიებისთვის შეუძლია უფრო გრანდიოზული მთავარი მოვლენა მოაწყოს.

„ყველა ბრძოლა საინტერესოა, მათ შორის ესეც, მაგრამ ის დიდ აღფრთოვანებას არ იწვევს ჩემში. დიახ, თუ ჯონ ჯონსი და ალექს პერეირა იჩხუბებენ, ამას არ გამოვტოვებ და ვუყურებ, მაგრამ ყველა დროის უდიდესი ბრძოლა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ ჯონ ჯონსი ფრენსის ნგანუს შეხვდება. ეს არის ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია. მთელი პატივისცემით სხვა ბრძოლებისა და სხვა მებრძოლების მიმართ, მაგრამ თუ თეთრ სახლში ყველაზე გრანდიოზული ბრძოლა გჭირდებათ, ეს ის არის“,

– თქვა კამერუნელმა TMZ Sports-თან ინტერვიუში.

ასევე, „მტაცებელმა“ ცხადყო, რომ მისი მომავლის შესახებ PFL ლიგაში ჯერჯერობით კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს.

„ველოდები ინფორმაციას PFL-ისგან და ნოემბერში მათ უნდა მაცნობონ, რისი შემოთავაზება შეუძლიათ, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია“,

– განმარტა მძიმეწონოსანმა.

შეგახსენებთ, რომ UFC-ის ქარდი თეთრ სახლში, რომელიც აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლისთავს მიეძღვნება, 2026 წლის 14 ივნისს არის დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები