„ეს ტორტზე ალუბალი იქნებოდა“ - მერაბის მთავარი მიზანი იანთან ბრძოლაში
ოთხ კვირაში UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი, იმედოვნებს, რომ გახდება პირველი მებრძოლი, რომელიც შეძლებს პიოტრ იანის ვადამდელ დამარცხებას.
„კარგი იქნებოდა ვადამდელი გამარჯვება. ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ ჯერ არავის შეუსრულებია პიოტრ იანის დაფინიშება. მას ჰქონდა წაგებები გაყოფილი გადაწყვეტილებით, და, როგორც ჩანს, ერთადერთი ერთსულოვანი გადაწყვეტილება (მარცხი) ჩემს წინააღმდეგ ჰქონდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ის მხოლოდ ქულებით აგებდა, ასე რომ, პიოტრი ძალიან კარგია.
ახლა მე უბრალოდ ამ ბრძოლაზე ვარ კონცენტრირებული: მინდა მოვასწრო აღდგენა და მოვიგო. მაგრამ, რა თქმა უნდა, ფინიში ტორტზე ალუბალი იქნებოდა“,
– თქვა ქართველმა მებრძოლმა MMA Junkie-სთან ინტერვიუში.
მერაბმა თავის სამომაბლო გეგმებზეც ისაუბრა:
„ჯერ ვაპირებ ჩემი დივიზიონის გაწმენდას, და მხოლოდ შემდეგ შეიძლება საუბარი წონითი კატეგორიის შეცვლაზე. ახლა კი მე უბრალოდ მინდა ჩემი საქმე გავაკეთო. ეს წელს ჩემი მეოთხე ბრძოლაა, რომელსაც ყოფილი ჩემპიონის პიოტრ იანის წინააღმდეგ გავმართავ. მე სრულად მასზე ვარ კონცენტრირებული, შემდეგ კი ვნახოთ, ვინ იქნება დივიზიონში ჩემი შემდეგი მეტოქე“,
– დაამატა ჩემპიონმა.
შეგახსენებთ, რომ „მანქანისა“ და „ნოუ მერსის“ დაპირისპირება UFC 323-ის მთავარი მოვლენაა, რომელიც თბილისის დროით 7 დეკემბერს გაიმართება.