ფსონების სკანდალი - თურქეთში 1000-ზე მეტი ფეხბურთელი მოკვეთეს
თურქეთში ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებული მასშტაბური სკანდალის გამოძიება გრძელდება.
ბოლო მონაცემებით, 1000-ზე მეტი ფეხბურთელი სხვადასხვა დივიზიონიდან მოკვეთილია ფსონების გამო. მათგან 27 სუპერლიგის კლუბებში ასპარეზობს.
თურქული გამოცემა Milliyet-ის ცნობით, მოკვეთილთა სიაში არიან ფეხბურთელები „გალათასარაიდან“, „ბეშიქთაშიდან“, „ტრაბზონსფორიდან“ და „ანტალიასფორიდან“.
თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ ფიფასთან მოლაპარაკებები დაიწყო დამატებითი სატრანსფერო ფანჯრის თაობაზე, რადგან მეორე და მესამე დივიზიონში ბევრ კლუბს არ შეუძლია მატჩებისთვის საჭირო შემადგენლობის შეკრება. ამჟამად მეორე და მესამე ლიგების გათამაშება დროებით შეჩერებულია.
მანამდე თურქეთში დააკავეს 17 მსაჯი და ორი საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტი, ხოლო 149 არბიტრი მოკვეთეს.
თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ ჩაატარა შიდა გამოძიება, რომელმაც აჩვენა, რომ ქვეყანაში მოქმედი საფეხბურთო მსაჯების 65%-ს აქვს ანგარიშები ტოტალიზატორებში. მათი მეოთხედი კი (152 არბიტრი) აქტიურად დებს ფსონებს სპორტზე.