თურქეთში 17 მსაჯი და 2 კლუბის პრეზიდენტი დააკავეს
ჩაწყობილი თამაშებისა და არალეგალური ფსონების საქმის გამოძიების ფარგლებში, თურქეთის პროკურატურამ 21 პირის დაპატიმრების ორდერი გასცა, მათ შორის 17 მსაჯისა და ორი საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტის.
როგორც Mirror-ი წერს, რეიდები ერთდროულად 12 ქალაქში, მათ შორის სტამბოლში, ჩატარდა.
მანამდე თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ ჩაატარა შიდა გამოძიება, რომელმაც აჩვენა, რომ ქვეყანაში მოქმედი საფეხბურთო მსაჯების 65%-ს აქვს ანგარიშები ტოტალიზატორებში. მათი მეოთხედი კი (152 არბიტრი) აქტიურად დებს ფსონებს სპორტზე.
გამოძიების შედეგად, 149 მსაჯი 8-დან 12 თვემდე ვადით იქნება დისკვალიფიცირებილი. როგორც გაირკვა, ერთ-ერთმა არბიტრმა 18 227 ფსონი დადო, ხოლო 42 მსაჯმა მინიმუმ 1000 საფეხბურთო მატჩზე დადო ფსონი.
შეგახსენებთ, რომ ფიფასა და უეფას წესების თანახმად, საფეხბურთო მსაჯებს ნებისმიერ სპორტის სახეობაზე ფსონების დადება ეკრძალებათ.