კონტემ შესაძლოა ნაპოლი დატოვოს
ანტონიო კონტემ შესაძლოა „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვოს.
როგორც ჟურნალისტი, მატეო მორეტო წერს, დღეს დაგეგმილია კონტეს პირადი შეხვედრა კლუბის ხელმძღვანელობასთან, სადაც მხარეები განიხილავენ, ღირს თუ არა თანამშრომლობის გაგრძელება.
აღინიშნება, რომ მწვრთნელი და ხელმძღვანელობა შექმნილი სიტუაციის ყველა ასპექტს გააანალიზებენ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ზედიზედ სამი მატჩია ყველა ტურნირზე აგებს. ამ დროისთვის ნეაპოლელები სერია A-ს სატურნირო ცხრილში, 22 ქულით მე-4 ადგილს იკავებენ.
გეტყვით ასევე, რომ 56 წლის იტალიელმა სპეციალისტმა „ნაპოლი“ გასული წლის ივლისში ჩაიბარა, მისი კონტრაქტი კი 2027 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.