მაურიციო სარი
Aa
Aa

„მათ კომპეტენცია არ ჰყოფნით“ - სარი უცხოელ არბიტრებს ითხოვს

„ინტერი“ – „ლაციოს“ (2:0) შეხვედრა საკმაოდ სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა, რომლის პირველი ტაიმის მიმდინარეობისას, ლაუტარო მარტინესსა და მატია ძაკანს შორის გაუგებრობას ჰქონდა ადგილი და როდესაც ინციდენტში ჩარევა ბიანკოჩელესტეს დამრიგებელმა მაურიციო სარიმ სცადა, ის არბიტრისგან ყვითელი ბარათით დაისაჯა. მატჩის დამთავრების შემდეგ „ლაციალეს“ დამრიგებელი არამხოლოდ ჯანლუკა მანიანელოს მსაჯობით იყო უკმაყოფილო, არამედ ზოგადად არბიტრების პრობლემას შეეხო და ისეთი კომენტარი გააკეთა, იტალიელი თემიდის მსახურები უდავოდ შეურაცხყოფილნი დარჩებოდნენ.

მაურიციო სარი

რატომ გამაფრთხილეს? გაბრაზებული ვიყავი ერთი მარტივი მიზეზის გამო - ლაუტაროს მიერ ძაკანის წინააღმდეგ ჯარიმა ყვითელ ბარათს იმსახურებდა. მანიანელომ არამხოლოდ მარტინესი არ გააფრთხილა, არამედ ძაკანის დროებით მოედნის დატოვება აიძულა და ზუსტად ამ დროს მისი ფლანგიდან კინაღამ გოლი გავუშვით.

ამ მატჩში მომსახურე სამსაჯო ბრიგადის შემადგენლობიდან მეეჭვება რომელიმეს მთავარი არბიტრობისთვის თავი გაერთვა. საჭიროა სასწრაფოდ გავაფორმოთ ბარტერი რომელიმე ქვეყანასთან და არბიტრები საზღვარგარეთიდან მოვიწვიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ უფრო სავალალო შედეგებამდე მივალთ.

შეგახსენებთ, რომ მაურიციო სარის მომზადებული „ლაციო“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა და „ინტერი“ – „რომას“ ლიდერთა დუეტს 9 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამიტომ აღარ გადავტვირთეთ“ - უდინეზეს მწვრთნელი გოგლიჩიძეზე
„ამიტომ აღარ გადავტვირთეთ“ - უდინეზეს მწვრთნელი გოგლიჩიძეზე