ატალანტა, ივან იურიჩი
Aa
Aa

ატალანტამ იურიჩი დაითხოვა

„ატალანტამ“ ივან იურიჩი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.

იტალიური კლუბის განცხადებით, 50 წლის ხორვატ სპეციალისტისთან ერთად, მისი თანაშემწეებიც დაითხოვეს.

შეგახსენებთ, რომ იურიჩი, რომელსაც მანამდე უმუშავია „ჯენოაში“, „ვერონაში“, „ტორინოში“, „რომასა“ და „საუთჰემპტონში“, „ატალანტას“ ივნისში, ჯან პიერო გასპერინის წასვლის შემდეგ, ჩაუდგა სათავეში.

ივანის ხელმძღვანელობით გუნდმა 15 მატჩი ჩაატარა – 4 მოგება, 8 ფრე, 3 წაგება. მოუგებელი თამაშების სერიამ 8-ს მიაღწია. „ატალანტა“ სერია A-ში მე-13 ადგილს იკავებს, 11 ტურში გუნდს 13 ქულა აქვს დაგროვებული.

გავრცელებული ინფორმაციით,„ატალანტას“ ახალ მწვრთნელად რაფაელე პალადინო დაინიშნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გოლით თავისი თამაში გადაარჩინა“ - ფრანგული მედიის შეფასება
„გოლით თავისი თამაში გადაარჩინა“ - ფრანგული მედიის შეფასება