ოთხი მედალი უნგრეთიდან - ორი ქართველი ჩემპიონი
Aa
Aa

ოთხი მედალი უნგრეთიდან - ორი ქართველი ჩემპიონი

უნგრეთის ქალაქ დიორში გამართული კადეტ ძიუდოისტთა ევროპის თასის გათამაშება ქართველი სპორტსმენებისთვის წარმატებული გამოდგა. პრესტიჟულ შეჯიბრებაში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა გამოსვლა 2 ოქროს და თითო-თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლით დაასრულეს, რაც უდავოდ კარგი და ხელშესახები შედეგია.

საქართველოს დელეგაციამ საუკეთესო შედეგი 73 და +90 კგ წონით კატეგორიებში აჩვენა, სადაც ევროპის თასის გამარჯვებულები შესაბამისად, გიორგი მჭედლიშვილი და ილია ზაქუტაშვილი გახდნენ. ამ უკანასკნელმა გადამწყვეტ შეხვედრაში უნგრელი აბელ ზეკერესი დაამარცხა, ხოლო მჭედლიშვილი ფინალში ჩეხ ადამ რუსნაკზე ძლიერი აღმოჩნდა.

რაც შეეხება ალექსი გულუას (-60 კგ) და გიორგი კაპანაძეს (-66 კგ), ისინი ტურნირის ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ. გულუა ფინალში უკრაინელ მეტოქესთან დამარცხდა, ხოლო კაპანაძეს მესამე ადგილისთვის შეხვედრაში სლოვაკმა მოწინააღმდეგემ მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ძმები უძილაურები გერმანიიდან - ყველა გამარჯვება უმცროსი ძმის ხსოვნას ეძღვნება
ძმები უძილაურები გერმანიიდან - ყველა გამარჯვება უმცროსი ძმის ხსოვნას ეძღვნება