საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები
Aa
Aa

თბილისის გრანდ სლემი | ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

20-22 მარტს, თბილისში ძიუდოისტთა ტრადიციული გრანდ სლემი გაიმართება, რომელშიც საქართველოს ნაკრები მონაწილეობას 41 ძიუდოისტით მიიღებს.

ჩვენს ნაკრებს მასპინძლის სტატუსის გათვალისწინებით წარმოდგენილი რაოდენობა მაქსიმალურად აქვს ათვისებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაჟებში ყველა წონაში 4-4 ძიუდოისტით ვიქნებით წარმოდგენილნი. 41-კაციანი განაცხადიდან 28 ვაჟებში, 13 ძიუდოისტი კი გოგონებში გვეყოლება.

მწვრთნელების არჩევანი ასეთია:

ვაჟები:

  • -60 კგ. - მათე გოგობერიშვილი, ლუკა გადელია, გიორგი ჩანკსელიანი, გიორგი არაბიძე.
  • -66 კგ. - ლაშა ნადირაძე, თემურ ნოზაძე, თორნიკე მაზიაშვილი, ლუკა საგანელიძე.
  • -73 კგ. - გიორგი ტერაშვილი, გიორგი ჩიხელიძე, გიორგი ლოლაძე, ბაგრატ ნინიაშვილი.
  • -81 კგ. - ზაურ დვალაშვილი, კოტე კაპანაძე, დიმიტრი გოჩილაიძე, ირაკლი ბეროშვილი.
  • -90 კგ. - გიორგი ჯაბნიაშვილი, აკაკი ჯაფარიძე, ლუკა ბაბუციძე, ლუკა ჯავახიშვილი.
  • -100 კგ. - ნიკა ხარაზიშვილი, თორნიკე ფოლადიშვილი, ონისე სანებლიძე, ნიკოლოზ ზაალიშვილი.
  • +100 კგ. - ირაკლი დემეტრაშვილი, საბა ინანეიშვილი, საბა ქარდავა, გელა ზაალიშვილი.

გოგონები:

  • -48 კგ. - თამარ გიგოლაევი
  • -52 კგ. - თამარ სუხიაშვილი
  • -57 კგ. - ნუცა თათრიშვილი, სოფიო ბედოშვილი, ნინო ლოლაძე.
  • -63 კგ. - ნინო წიკლაური, მარიამ ნათელაური, მაია ბიძინაშვილი, მარი მახარაშვილი.
  • -70 კგ. - ნონა კვარაცხელია, მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი.
  • +78 კგ. - სოფიო სომხიშვილი.

როგორც შემადგენლობაში ვხედავთ, ტურნირზე არ იასპარეზებენ წონების ლიდერები, ეს კი იმით არის განპირობებული, რომ თბილისის გრანდ სლემიდან რამდენიმე კვირაში ჩვენი დედაქალაქი ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რის გამოც, ევროპირველობამდე მწვრთნელებმა ნაკრების ლიდერების დასვენება გადაწყვიტეს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი თბილისში, „თბილისი არენაზე“ 16-19 აპრილს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გპირდებით, რომ იქ აჟღერდება ქართული ჰიმნი“ - ბექაური გულშემატკივრებს მიმართავს
„გპირდებით, რომ იქ აჟღერდება ქართული ჰიმნი“ - ბექაური გულშემატკივრებს მიმართავს