„ეს ჩვენთვის უკეთესი იქნება“ | მახაჩევის მწვრთნელმა ილიაზე ისაუბრა
ისლამ მახაჩევის ლეგენდარულმა მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. მენდესმა ინტერვიუ Submission Radio-ს მისცა და „ელ მატადორზეც ჰკითხეს, რომელსაც სამი წონითი დივიზიონის ჩემპიონობა უნდა და მზად არის, ქვესაშუალოში ავიდეს.
„თუ ილია ქვესაშუალო წონით დივიზიონში ამოვა, ჩვენთვის უკეთესი იქნება. თოფურია სიმაღლეში 170 სანტიმეტრია და, რა თქმა უნდა, ძლიერი ბიჭია, მაგრამ წონის მომატებასთან ერთად, არ მგონია, იგივე სისწრაფე ჰქონდეს. ძალა იგივე დარჩება, მაგრამ სისწრაფეს დაკარგავს.
ვნახოთ, რა მოხდება. მზად ვიყავით, მასთან გვეჩხუბა, თუ ამის საჭიროება იქნებოდა. ისლამს ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონობა სურდა და ბელალ მუჰამედისა და ჯეკ დელა მადალენას ჩხუბის შედეგს დაელოდა. როდესაც ბელალმა წააგო, მახაჩევმა მიიღო შანსი, რომელიც სურდა.
ისლამს უნდოდა, მსუბუქი წონის ქამარი ოთხჯერ დაეცვა და შემდეგ ქვესაშუალოში ასულიყო. ზუსტად ეს მოხდა. სანამ ვინმე იტყვის, რომ მახაჩევმა თოფურიას თავი აარიდა, კარგად დაფიქრდეს. ისლამს არასდროს უთქვამს უარი ჩხუბზე და უბრალოდ ეძებს ორთაბრძოლას, რომლის წყალობითაც მემკვიდრეობას შექმნის.“
შეგახსენებთ, რომ მახაჩევი მომდევნო ორთაბრძოლას 16 ნოემბერს გამართავს და ჯეკ დელა მადალენას დაუპირისპირდება. მათი ჩხუბი UFC 322-ის მთავარი მოვლენა იქნება.