იანიკ სინერი
Aa
Aa

სინერი: არის მომენტები, როცა უბრალოდ არ გინდა ჩოგნის ხელში აღება

იანიკ სინერმა განმარტა, თუ რატომ არ ითამაშებს დევისის თასზე, იტალიის ნაკრების შემადგენლობაში.

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, საკუთარ თავს იტალიის პატრიოტად მიიჩნევს.

„ვამაყობ, რომ იტალიელი ვარ, და მიხარია, რომ სწორედ აქ დავიბადე და არა ავსტრიაში ან სადმე სხვაგან. ამას აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ. ეს ქვეყანა იმსახურებს იმაზე მეტს, ვიდრე მე შემიძლია მივცე. ჩვენ გვაქვს ინფრასტრუქტურა, შესანიშნავი მწვრთნელები, ძლიერი მოთამაშეები და ნამდვილი საკონკურსო სული. გაგვიმართლა, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც თითოეულ რეგიონს აქვს საკუთარი იდენტობა. მაგრამ ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ დავრჩეთ ერთიანი, დავაფასოთ ერთმანეთი და ვიამაყოთ იმით, რომ ერთი მთლიანობის – იტალიის ნაწილი ვართ“, - თქვა სინერმა.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რატომ თქვა უარი წელს ნაკრების შემადგენლობაში, დევისის თასის ფინალურ ტურნირში მონაწილეობაზე.

„გრძელი სეზონის შემდეგ საჭიროა დრო, რათა აღვიდგინოთ ძალები ზეწოლის, ემოციების, ფიზიკური და მენტალური გადაღლილობისგან, რომლებიც გროვდება. დამატებითი ერთი კვირა მომზადებისთვის – ეს დამატებითი ერთი კვირა დასვენებაცაა. ეს დაგვეხმარება, ახალი ძალებითა და თამაშის სურვილით შევხვდეთ წინასასეზონო პერიოდს. თითქმის ყოველ დღე კორტზე ვარ, და არის მომენტები, როცა უბრალოდ არ გინდა ჩოგნის ხელში აღება. თუ შემიძლია, ცოტა ადრე გავიდე შვებულებაში და ადრე დავიწყო წინასასეზონო მომზადება, უმჯობესია ამით ვისარგებლო. ეს დატვირთვების გონივრულად გადანაწილებისა და ტრავმების თავიდან აცილების საშუალებას მოგვცემს. ეჭვი არ მეპარება, რომ სწორად ვიქცევი“, – თქვა სინერმა Sky Sport Italia-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ სინერმა რამდენიმე დღის წინ პარიზის მასტერსი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბუბლიკმა მუტეს ვირთხა უწოდა - ჩოგბურთელების მეორე კონფლიქტი
ბუბლიკმა მუტეს ვირთხა უწოდა - ჩოგბურთელების მეორე კონფლიქტი