საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ბოსნია და ჰერცეგოვინასთან დამარცხდა
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში ასპარეზობა დაასრულა.
დასკვნით შეხვედრაში ჩვენი გუნდი ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მინიმალური სხვაობით, 2:1 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების რიგებში გოლი ანანო წიქარიძემ გაიტანა.
ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში ლატვიამ ყაზახეთს 1:0 სძლია და A ლიგის საგზური მოიპოვა.