სენსაციური მარცხი - ალკარასი პარიზის მასტერსს გამოეთიშა
კარლოს ალკარასი პარიზის მასტერსის მესამე წრეში ვერ გავიდა და ტურნირს გამოეთიშა.
მსოფლიოს პირველი ჩოგანი მეორე წრეში, კამერონ ნორისთან დამარცხდა. შეხვედრა 2 საათსა და 22 წუთს გაგრძელ და და ანგარიშით 6:4, 3:6, 4:6 დასრულდა.
ესპანელმა ჩოგბურთელმა სექტემბრის შემდეგ, პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა, ხოლო მარტის შემდეგმ პირველად წააგო ფინალამდე. ასევე შეწყდა მისი 17-მატჩიანი მოგებათა სერია „მასტერსის“ ტურნირებზე.
ცნობისთვის, კარლიტომ ამ სეზონში სულ მერვე მარცხი განიცადა (75 მატჩი ჩაატარა) და მხოლოდ მეორედ წააგო ტურნირზე პირველივე მატჩი (პირველი მარცხი იყო მაიამის „მასტერსზე“).
რაც შეეხება ნორის, ის არტურ რინდერკნეშსა და ვალენტინ ვაშეროს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ცნობისათვის, კარლოს ალკარასის ანგარიშზე უკვე ექვსი დიდი სლემის ტიტულია, რითაც ბორის ბეკერსა და სტეფან ედბერგს გაუთანაბრდა. მასზე ახალგაზრდულ ასაკში კი დიდ მუზარადებზე ექვსი ჩემპიონობა ჩოგბურთის ისტორიაში მხოლოდ ბიორნ ბორგს (22 წლის, 32 დღის) ჰქონდა მოპოვებული.