ბრაზილიის ჩელენჯერი - გორგოძე წყვილთა თანრიგის ფინალშია
ბრაზილიის ჩელენჯერის ნახევარფინალში, წყვილთა თანრიგში ეკო გორგოძე ირენე ბურილიოსთან ერთად ადგილობრივ დუეტს(მარტინსი/პიგონსი) დაუპირისპირდა და სამ სეტში დაამარცხა.
პირველი სეტი არასტაბილურად წარიმართა. წყვილები საკუთარ ჩაწოდებაზე დამაჯერებლად ვერ თამაშობდნენ და საკუთარი 3-3 ჩაწოდება დათმეს. საბოლოოდ ტაიბრეიკი და ქართულ/ესპანურმა წყვილმა 7:2 მოიგო.
მეორე სეტი შედარებით სტაბილური გამოდგა, თუმცა ბრაზილიელებმა 2 ბრეიკი შეასრულეს, ხოლო ეკომ და ირენემ ერთი. შესაბამისად სეტი მასპინძლებს დარჩათ და მატჩმა სუპერ ტაიბრეიკზე გადაინაცვლა.
სუპერ ტაიბრეიკში წყვილები საკუთარ ჩაწოდებაზე საშინლად გამოიყურებოდნენ, მაგრამ ეკო და ირენე უკეთესები აღმოჩნდნენ, 10:8 მოიგეს და ფინალში გავიდნენ.
ცნობისთვის, ბურილიო და გორგოძე ფინალში დღეს თბილისის დროით 23:00-დან ითამაშებენ. მათი მოწინააღმდეგე მონე/ნაჰიმანას დუეტი იქნება