მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„იანი ერთადერთი მებრძოლია, ვისაც მერაბის დამარცხება შეუძლია“ - რუსი პრომოუტერი

ცნობილმა რუსმა პრომოუტერმა, კამილ გაჯიევმა მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის საჩემპიონო ჩხუბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში იანი ერთადერთი მებრძოლია, რომელსაც მერაბის დამარცხება შეუძლია.

რას ამბობს გაჯიევი:

„დიახ, ახლა აქ ვზივარ და ვამბობ, რომ იანი მერაბ დვალიშვილს დაამარცხებს. ახლა მეტყვიან - „რეებს ბოდავ? თავად ამბობ, რომ მერაბი სრულყოფილი სპორტსმენია“. დიახ, მერაბი ნამდვილად ბრწყინვალეა, მაგრამ ბოლო ბრძოლის შემდეგ ძალების აღსადგენად უფრო მეტი დრო რომ ჰქონოდა, მაშინ ვიტყოდი, რომ დიდი ალბათობით, ამჯერადაც გაიმარჯვებდა.“

„მაგრამ მერაბი ძალიან ხშირად იბრძვის. ახლა წარმოიდგინეთ - მას ყოველი ბრძოლის წინ წონაში დაკლება უწევს. ალბათ, ამჯერად ყველაფერი პიოტრ იანის კარგ ფორმაზე იქნება დამოკიდებული. თუ პიოტრი კარგ ფორმაში იქნება, ის ამ წონაში ერთადერთია, ვისაც დვალიშვილის დამარცხება შეუძლია. რას ვგულისხმობ? პიოტრს შეუძლია ტემპის მართვა და ბევრი დარტყმის განხორციელება პირველ და მეორე რაუნდებში. თუ ასე მოიქცევა, მერაბს საგრძნობლად დააზიანებს და მესამე, მეოთხე ან მეხუთე რაუნდში მის შეჩერებას შეძლებს. პიოტრს შეუძლია როგორც მუშტების, ისე ფეხების გამოყენება ნებისმიერი წერტილიდან, რითაც მერაბს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს.“

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი და პიოტრ იანი ერთმანეთს 2023 წლის 12 მარტს შეხვდნენ და მაშინ „მანქანამ“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. ამჯერად მებრძოლები ერთმანეთს 7 დეკემბერს, სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბში დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რასაც მერაბი აკეთებს, სპორტის მიმართ უპატივცემულობაა“ - მაიკლ ბისპინგი
„რასაც მერაბი აკეთებს, სპორტის მიმართ უპატივცემულობაა“ - მაიკლ ბისპინგი