Aa
Aa

კობიმ ოსკარიც მოიგო

კობი ბრაიანტი კარიერის დასრულების შემდეგაც აგრძელებს ჯილდოების მოპოვებას. თვრამეტგზის „ოლ სტარის“ მონაწილემ ამჯერად ოსკარი მოიგო.

გლენ კინისა და კობი ბრაიანტის - „ძვირფასი კალათბურთი“ წლის საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი გახდა.

 

სამადლობელ სიტყვაში „ლეიკერსის“ ლეგენდა ლებრონ ჯეიმსისა და ლაურა ინგრემის დაპირისპირებას შეეხო და განაცხადა: როგორც კალათბურთელები ჩვენ ნამდვილად გვმართებს საკუთარი საქმის კეთება და გაჩუმება, მაგრამ მიხარია, რომ ამაზე გაცილებით მეტს ვაკეთებთ.

დაჯილდოების შემდეგ ჟურნალისტებთან კობიმ აღნიშნა: არმეგონა ჩემპიონობის მოპოვებაზე მეტად რამე თუ გამიხარდებოდა, მერწმუნეთ გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს ახლა ვიდრე ჩემპიონობისას.

შეგახსენებთ, რომ ანიმაციური ფილმი კობის პოემის მიხედვითაა გადაღებული, რომელიც მან 2015 წელს გამოაქვეყნა.

მსგავსი სიახლეები