ოფიციალურად: სერია A-ს დღევანდელი ყველა მატჩი გადადებულია!
დავიდე ასტორის გარდაცვალების გამო, იტალიის სერია A-ს 27-ე ტურის დარჩენილი ყველა შეხვედრა გადადებულია.
მათ შორის, ადრეული შეხვედრა "ჯენოასა" და "კალიარის" შორის, რომლის მონაწილე ფეხბურთელებმაც ტრაგედიის შესახებ გახურებისას შეიტყვეს.
ასტორი 2008-16 წლებში "კალიარის" ფეხბურთელი იყო და ამ კლუბში მისი არაერთი ყოფილი თანაგუნდელი თამაშობს.
"ფიორენტინას" კაპიტანი, 31 წლის დავიდე ასტორი, დღეს დილით უდინეს ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.
