შოთა არველაძე
Aa
Aa

„შედეგი კანონზომიერია“ - არველაძის ქასიმფაშამ ეიუფსპორთან წააგო

შოთა არველაძის „ქასიმფაშა“ თურქეთის სუპერლიგის მე-9 ტურში გასვლაზე „ეიუფსპორთან“ დამარცხდა. მატჩის შემდეგ ქართველმა მწვრთნელმა შედეგს კანონზომიერი უწოდა.

„ძალიან ცუდად ვითამაშეთ. ის, რაზეც მატჩამდე ვმუშაობდით, მოედანზე ვერ გადავიტანეთ. მეტოქემ ჩვენს კართან ბევრი მომენტი შექმნა, ამიტომ მარცხი სრულიად დამსახურებულია. ვულოცავ „ეუიფსპორს“.

დაახლოებით ასეთი სცენარისთვის ვემზადებოდით, მაგრამ ჩვენი ჩანაფიქრი ვერ განვახორციელეთ. ძალიან ცუდად ვიმოქმედეთ, განსაკუთრებით შეტევაში. მიუხედავად იმისა, რომ „ეიუფსპორს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს, მათი თამაში არ შეცვლილა, ჩვენ კი კონცენტრაცია ვერ შევინარჩუნეთ.

ტრავმირებულები გვყავს, ამიტომ რამდენიმე ფეხბურთელმა თავის გამოჩენის შანსი მიიღო. მეკარემ და მცველებმა უშეცდომოდ ითამაშეს, მაგრამ შეტევაში ვერაფერი შევქმენით. ვფიქრობ, როდესაც ტრავმირებული ფეხბურთელები დაგვიბრუნდებიან, შემტევი პოტენციალი გაიზრდება“.

9 ტურის შემდეგ „ქასიმფაშას“ 2 მოგება, 3 ფრე და 4 მარცხი აქვს. არველაძის გუნდი სუპერლიგის სატურნირო ცხრილის მე-11 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 26 ოქტომბერს სახლში „ბეშიქთაშის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზარია გოლის გატანასთან ახლოს იყო | კაირატის ისტორიული ქულა ჩემპიონთა ლიგაზე
ზარია გოლის გატანასთან ახლოს იყო | კაირატის ისტორიული ქულა ჩემპიონთა ლიგაზე